„იაზროვნე გლობალურად, იმოქმედე ლოკალურად“ - ნატახტრის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით გარემოსდაცვითი აქტივობა მოეწყო 
29-03-2023

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტრის საჯარო სკოლაში ეკოლოგიურ საკითხებსა და გარემოსდაცვითი აქტივობების ჩატარებას დიდი ყურადღება ეთმობა.

მდინარეების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობა ჩატარდა, სადაც მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ. 

გაიმართა სკოლისა და ნატახტრის ადმინისტრაციული ერთეულის მერის წარმომადგენლის ერთობლივი აქცია.

აქციის ფარგლებში დასუფთავდა სტადიონისა და წყლის არხის მიმდებარე ტერიტორიები.

„იაზროვნე გლობალურად, იმოქმედე ლოკალურად“ - ასეთი იყო მოსწავლეთა გზავნილი.

სკოლაში მოსწავლეებში მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გააზრებასა და გარემოსდაცვითი საკითებისადმი მათი ცნობიერების ამაღლებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203