სორმონის საჯარო სკოლის მოსწავლე სიდონია ფურცხვანიძე საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის კომპიუტერით დაჯილდოვდა
30-03-2023
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლე სიდონია ფურცხვანიძე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა.
სკოლაში მოსწავლეს კუთვნილი ჯილდოს მიღებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
„სორმონის საჯარო სკოლის დირექცია, პედაგოგიური კოლექტივი და მოსწავლეები ულოცავენ ჩვენი სკოლის საბაზო საფეხურის წარმატებით დამთავრებას სიდონია ფურცხვანიძეს. წარმატებები და მრავალი ბედნიერი წუთი არ მოგკლებოდეს უფლისგან, ჩვენო საამაყო გოგოვ“, - ვკითხულობთ მისალოც წერილში.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს