გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მშობლებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს
30-03-2023

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლაში არაერთი, საგანმანათლებლო, საზეიმო თუ კულტურული ღონისძიება იმართება, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

შესაბამისად, სკოლის მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ისეთი ლამაზი დღესასწაული, როგორიც დედის დღეა. 

დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა დედის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გამართეს. 

ღონისძიება მშობლებისთვის იყო მოულოდნელი და გამოიწვია მათი გაოცება. მოსწავლეები საზეიმოდ შეეგებნენ გაზაფხულის შემობრძანებას, შემდეგ კი საალერსო სიტყვებით, ლექსებითა და სიმღერებით მიულოცეს დედებს დედის დღე.

გაკვეთილის ბოლოს გაიმართა ვიქტორინა, სადაც მშობლებმა და შვილებმა ერთმანეთის შესახებ კითხვებს გასცეს პასუხი. ვიქტორინის შედეგები ძალიან სახალისო და საინტერესო იყო. გაკვეთილის ბოლოს მშობლები დაჯილდოვდნენ მადლობის სიგელებით.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203