ზიკილიის საჯარო სკოლის კლუბ „არგოს“ წევრებმა გარემოსდაცვითი სამუშაოები ჩაატარეს
29-03-2023
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეები  აგრო კლუბ „არგოს“ წევრთა ინიციატივით, სხვადასხვა გარემოსდაცვით აქტივობაში ერთვებიან.

ამჯერად, კლუბ „არგოს“ წევრებმა სკოლის ეზოში საგაზაფხულო სამუშაოები ჩაატარეს. მათ გასხლეს და დარგეს ვარდის ნერგები, ასევე სკოლაში ხე-მცენარეებს მიწა გაუფხვიერეს. 

აღნიშნულ აქტივობებში მოსწავლეები დიდი ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.

მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისა და განვითარებისთვის მსგავი აქტივობები მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203