ჯოყოლოს საჯარო სკოლის მე-5 კლასში საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა
29-03-2023

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოყოლოს საჯარო სკოლაში, საინტერესო და მოსწავლეების ინტერესებს მორგებული გაკვეთილის ჩატარებას დიდი ყურადღება ეთმობა.

ამჯერად, მე-5 კლასში შთამბეჭდავი ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა.

გაკვეთილს, მუსიკის,ხელოვნებისა და ისტის პედაგოგები: მარინა ქისტაური, მაია წინწალაშვილი და ნინო ქობლიანიძე ხელმძღვანელობდნენ.

აღსანიშნავია, რომ სამუშაო პროცესში ყველა მოსწავლე დიდი ინტერესითა და ხალისით იყო ჩართული.

გაკვეთილს სკოლის პედაგოგები და დირექცია ესწრებოდნენ, რომლებმაც აღფრთოვანება გამოხატეს მოსწავლეთა აქტიურობაზე და მადლობა გადაუხადეს გაკვეთილის ხელმძღვანელებსა და მონაწილე მოსწავლეებს, ასეთი საინტერესო, სახალისო და შემოქმედებითი გაკვეთილის ჩატარებისათვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203