ალმატის საჯარო სკოლის მოსწავლეები სანოტო დამწერლობას სახალისო აქტივობებით გაეცნენ
29-03-2023
ზურაბ ტურაშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ. 

მათ შორის აღსანიშნავია მე-4 კლასის მოსწავლეთა მუსიკის გაკვეთილი.

მოსწავლეები სანოტო დამწერლობის, კერძოდ ნოტის გრძლიობის შესახებ გამართულ აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ.

მათ ფურცლებზე ნოტები დახატეს და გამოჭრეს.

აღნიშნულმა აქტივობამ მოსწავლეები გაახალისა და მუსიკის მიმართ ინტერესი გაუღვივა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203