წნორის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე რატი ცაბუტაშვილი, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ერთი წლით აშშ-ში ისწავლის
29-03-2023

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორის N1 საჯარო სკოლაში არაერთი წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა წინსვლას დირექცია საზოგადოებას დიდი სიხარულით უზიარებს. 

ამჯერად, სკოლაში მე-11 კლასის მოსწავლის - რატი ცაბუტაშვილის მიღწევას აღნიშნევან.

რატი ცაბუტაშვილი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და  კულტურის საქმეთა ბიუროს მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის გამარჯვებულია.  

მოსწავლე, სასწავლო პროგრამით, ერთი წლით აშშ-ში გაემგზავრება.

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს გამარჯვებას კიდევ ერთხელ ულოცავენ. 

„წნორის N1 საჯარო სკოლა ულოცავს თავის  მოსწავლეს გამარჯვებას და  უსურვებს წარმატებას შემდგომ საფეხურზე!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203