წალენჯიხის N2 სკოლის მოსწავლეებმა, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს, საგანმანათლებლო აქტივობები მიუძღვნეს
29-03-2023

წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა.

მე-5 კლასის ბიოლოგიის პედაგოგმა, მანანა სონგულიამ მოსწავლეებთან ერთად სხვადასხვა საინტერესო აქტივობა ჩაატარა.

აქტივობების მიზანი, დაუნის სინდრომის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება იყო და იმის განსაზღვრა, რომ საზოგადოების სწორი დამოკიდებულება მნიშვნელოვანია.

„ჩვენ ერთად ვალამაზებთ სამყაროს“, „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“ - ასეთი იყო მოსწავლეთა გზავნილები.

მოსწავლეებმა, პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად ფერადი ბუშტებითა და ჭრელი წინდებით ემოცია, სიყვარული და სითბო გამოხატეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203