ელიტური სკოლა „გორდას“ წარმომადგენლები წიგნისა და უმაღლესი განათლების საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდნენ
29-03-2023
ბათუმის ელიტურ სკოლაში - „გორდა“ მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ისინი, პედაგოგებთან ერთად, სხვადასხვა საგანმანათლებლო და საინტერესო პროექტსა და აქტივობაში მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის აკადემიური დირექტორი - თამარ მურვანიძე, უცხოური ენების, დაწყებითი კლასების კათედრების მასწავლებლები და უფროსკლასელები მონაწილეობდნენ ბათუმის წიგნისა და უმაღლესი განათლების პირველ საერთაშორისო გამოფენაში, რომელსაც  “Batumi Book &Higher Education 2023” მასპინძლობდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გამოფენის მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაცია, საგამომცემლო სექტორის განვითარების ხელშეწყობა და თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობა, საერთაშორისო კონფერენციის ჩატარება და სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი პროგრამები.

გამოფენა კომპანია “Expo Batumi”-ის ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიება წარმატებით ჩატარდა. სკოლის წარმომადგენლებმა პროექტის ხელმძღვანელებთან საინტერესო საკითხებზე ისაუბრეს.

„მისასალმებელია ის ფაქტი, რომ მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, მოხერხდა გვესაუბრა და English Book Education-ის ხელმძღვანელობასთან ერთად გვემსჯელა ჩვენს სკოლაში მომავალი სასწავლო წლისთვის დასანერგ სიახლეებზე, ახალი სახელმძღვანელოების დანერგვის, დაწყებით საფეხურზე მათემატიკის ორენოვანი (ქართული, ინგლისური) სწავლების შემოღების, პედაგოგთა გადამზადებისა და ობსერვაციული კვლევების საკითხებზე“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

აღსანიშნავია, რომ მსგავს ღონისძიებებში სკოლის წარმომადგენლები განვითარების მნიზნით, აქტიურად ერთვებიან.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203