ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ საინტერესო ნამუშევრები მოამზადეს
29-03-2023
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლაში სასაწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში მე-6 კლასის მოსწავლეებმა (მასწავლებელი - დარინა სურმანიძე) შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსანი“ შეისწავლეს.

მათ სახელმძღვანელოში მოყვანილ ცნობებს თავი მოუყარეს და საინფორმაციო ხასიათის ტექსტი - შოთა რუსთაველი და მისი პოემა „ვეფხისტყაოსანი“, დაწერეს, რომელშიც აღნიშნული ეპოქა მიმოიხილეს.

მოსწავლეებმა პლაკატები დაამზადეს, რომლებშიც ხელნაწერთა რაოდენობა და შენახვის ადგილი აღნიშნეს. მას ასევე რუსთაველის პორტრეტებისა და პოემის დასათაურების შესახებ ინფორმაცია დაურთეს. 

მოსწავლეებმა ასევე სტროფებისა და მარცვლების რაოდენობის შესახებ საკუთარი დასკვნალ, მოსაზრებები დააფიქსირეს, რომელსაც თვალსაჩინოება დაურთეს და კლასის წინაშე წარადგინეს. 

აღნიშნული გაკვეთილი მოსწავლეთათვის საინტერესო, ინფორმაციული და ნაყოფიერი იყო.

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...