„ტანისამოსის მაღაზია“ - კოხტის საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგმა, სოფიო თაბაგარმა მოსწავლეებს საინტერესო კომპლექსური დავალება შესთავაზა 
29-03-2023

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა, საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს.

კომპლექსური დავალება, მოსწავლეებს  ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, სოფიო თაბაგარმა შესთავაზა.

გაკვეთილის თემა ტანისამოსი გახლდათ, კომპლექსური დავალება კი- „ტანისამოსის მაღაზია“ (clothes Shop).

დავალებაზე მუშაობისას მოსწავლეებმა, მანეკენებითა და განათებით, მაკეტი გააკეთეს.

ბავშვებისთვის დავალებაზე მუშაობა ძალიან საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა, საგაკვეთილო თემა კიდევ უფრო საფუძვლიანად შეისწავლეს და პრაქტიკული დავალებით საკითხი მეტად აღიქვეს.

იხილეთ ფოტოეები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203