ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
29-03-2023

ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას და ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება. მოსწავლეებიც ინტელექტუალური ხასიათის კონკურსებში აქტიურად ერთვებიან და წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, VII (კლასის ხელმძღვანელი - ცირა კუბლაშვილი) და VII (კლასის ხელმძღვანელი - კონსტანტინე გოშხეთელიანი) კლასის მოსწავლეები თამაშში - „წიგნების თარო“, ჩაერთნენ.

ინტელექტუალური თამაში სკოლაში გაიმართა და საკმაოდ დაძაბულად წარიმართა.

შიდა ჩემპიონატის საფუძველზე გამოვლენილი გამარჯვებული გუნდები ერთმანეთს ფინალში შეხვდნენ, სადაც გაიმარჯვა VII კლასის გუნდმა.

გუნდის წევრები გახლდათ: მარიამ გაბრიაძე, რომან გაბრიაძე, ელენე ქარქაშაძე, ალექსი ტყემალაძე და ნინი გოტიაშვილი.

მოსწავლეებმა კონკურენტუნარიან გარემოში საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა წარმატებით მოახერხეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203