„ნაწილი და მთელი“- სამთაწყაროს საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეთა საინტერესო კომპლექსური დავალება
29-03-2023
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. პედაგოგები მოზარდებს მრავალფეროვან და საინტერესო დავალებებს სთავაზობენ, ბავშვები კი მათ ხალისითა და ინტერესით ასრულებენ. 

შთამბეჭდავია II კლასელთა, კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილზე განხორციელებული, მათემატიკისა და ხელოვნებასთან ინტეგრირებული კომპლექსური დავალება თემაზე - „ნაწილი და მთელი“. დავალება მოსწავლეებს პედაგოგმა, ეკატერინე ჩიტაურმა და დაწყებითი კლასის მასწავლებელმა, ლია მეხრიშვილმა შესთავაზეს. 

მოსწავლეებმა დიდი ხალისით შეასრულეს დავალება და წამოადგინეს, როგორც კომპიუტერული, ასევე თაბახის ფურცელზე და ფურცლით შესრულებული ორიგამის ნამუშევრები.

ასევე, მოსწავლეებმა გამოფინეს მარცვლეულისგან შექმნილი ხელოვნების ნიმუშები.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეთა დიდი მოწონება დაიმსახურა პროგრამამ - „ვსწავლობთ თამაშით“. პროგრამის დახმარებით, მოსწავლეებმა დიდი ხალისით შეასრულეს მათემატიკური მაგალითები და ასევე დახატეს ზღაპრის პერსონაჟები, ლამაზი პეიზაჟები, ასევე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, ბუნების მშვენიერება და ა.შ.

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს პატარებს და კიდევ მრავალი პროექტის განხორციელებას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203