„ადამიანის სხეული და ჯანმრთელობა“ - საჩინოს თემის N2 სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეთა საინტერესო პრაქტიკული გაკვეთილი
29-03-2023

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებს, სასწავლო თემის - „ადამიანის სხეული და ჯანმრთელობა“ ფარგლებში, საინტერესო პრაქტიკული გაკვეთილი ჩაუტარდათ. 

სასწავლო პროცესი სკოლის ექრთნის მონაწილეობით წარიმართა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს, წნევისა და პულსის გაზომვა შეესწავლათ. 

მოსწავლეებმა შეთავაზებული დავალებები ინტერესით და პასუხისმგებლობით შეასრულეს და დაკისრებულ საქმიანობას თავი წარმატებით გაართვეს.

„მსგავსი ტიპის აქტივობები აუცილებელია საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებაში, რადგან ხელს უწყობენ ცოდნის ტრანსფერს და გამოყენებას ყოფა-ცხოვრებაში. ასევე, პრაქტიკული სამუშაო, მოსწავლეებში კვლევისა და დაკვირვების უნარ-ჩვევებს აყალიბებს“, - აღნიშნავს გაკვეთილის ხელმძღვანელი ანნა წულაია.

პედაგოგი და დირექცია აქტივობის მონაწილეებსა და მიწვეულ ექთანს მადლობას უხდის აქტიურობისთვის.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203