ქუთაისის N12 სკოლის მოსწავლეებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, სხვადასხვა ორგანოს მოდელები შექმნეს
29-03-2023
ქუთაისის N12 სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. აღნიშნულ დავალებებს პედაგოგები და მოსწავლეები დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან.
ამჯერად, საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე მე-6ა კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს.
დავალების თემა გახლდათ - „ყველა ორგანოს მუშაობა მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის“.
მოსწავლეები სამუშაო პროცესში აქტიურად ჩაერთნენ, სხვადასხვა ორგანოს მოდელი შექმნეს და ადამიანის ორგანიზმი „ააგეს“. კომპლექსური დავალება მოსწავლეებმა წარმოადგინეს ბუკლეტების სახით.
საინტერესო კომპლექსური დავალება მოსწავლეებს პედაგოგმა დ.კუჭუხიძემ შესთავაზა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს