ტყვირის საჯარო სკოლაში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა
29-03-2023
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.
22 მარტს, დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა ჩართულობით, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
მოსწავლეებმა წყლის რესურსების დაცვის მნიშვნელობაზე, ამ კუთხით არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს და საინტერესო პრაქტიკული სამუშაოებიც შეასრულეს.
22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე 1993 წლიდან გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით აღინიშნება და შეგვახსენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია წყლის რაციონალურად გამოყენება და რა მნიშვნელობა ენიჭება ამ ბუნებრივი რესურსის დაცვას.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს