სკოლაში მოსწავლეებს დამსახურებულ საჩუქარს ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
„ვულოცავთ და კიდევ ბევრ წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს წარჩინებულ მოსწავლეებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.