„აჩუქე მეორე სიცოცხლე“ - ხონის N2 საჯარო სკოლის პროექტი საერთაშორისო საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
29-03-2023
კაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლის პროექტმა - „აჩუქე მეორე სიცოცხლე“, საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა.

სკოლის პარტნიორმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, გარემოსდაცვითი განათლების ფონდმა (FEE), წრიული ეკონომიკის პროექტებისთვის, საგანმანათლებლო გრანტების კონკურსი გამოაცხადა.

აღსანიშნავია, რომ კონკურსში მთელი მსოფლიოდან 100 - ზე მეტი განაცხადი შევიდა და მათგან საუკეთესო სამოცი შეირჩა.

შერჩეულ პროექტებს შორის, ყველაზე მეტი - 19 პროექტი საქართველოდანაა, მათგან ერთ-ერთი კი - ხონის N2 საჯარო სკოლის პროექტია.

„მეტად სასიხარულოა, რომ გამარჯვებულ პროექტებს შორის, ყველაზე მეტი - 19 პროექტი საქართველოდანაა და კიდევ მეტად სასიხარულოა, რომ მსოფლიოს საუკეთესო 60 განაცხადს შორის, ხონის N2 საჯარო სკოლის პროექტი „აჩუქე მეორე სიცოცხლე“ მოხვდა...“, - სკოლაში მიღწეულ წარმატებას დიდი სიამაყით აღნიშნავენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203