ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
29-03-2023

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა აქტივობაში და საინტერესო პროექტებში მონდომებით მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლის მოსწავლეები: მარიამ გურული, ელისაბედ გამთენაძე, ელისაბედ ხურციძე, მარიამ მიქაძე, ლილე ბუაძე და მარიამ ვაჩეიშვილი ბავშვთა საერთაშორისო ფონდის გამოცხადებულ ბავშვთა ნახატების I ციფრულ საერთაშორისო კონკურსში - „მშვიდობა“ მონაწილეობდნენ.

ისინი აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობისთვის სიგელებით დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეებმა ცოდნა და საინტერესო გამოცდილება მიიღეს, რამაც მათ მოტივაცია აუმაღლა.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობისა და შესაძლებლობების წარმოჩენისთვის მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვანია, რაზეც სკოლაში ზრუნავენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203