პტენის საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბის წევრთა მორიგი საინტერესო შეხვედრა
29-03-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

ამის ერთ-ერთი მაგალითია მკითხველთა კლუბი, რომელიც სკოლაში აქტიურად და წარმატებით ფუნქციონირებს. 

კლუბის წევრები თანასკოლელებთან საინტერესო შეხვედრებს აქტიურად აწყობენ და მათ საინტერესო ინფორმაციებს აცნობენ.

მათ ბავშვებთან მორიგი შეხვედრა ამჯერადაც მოაწყვეს.

კლუბის წევრებმა მოსწავლეებთან ერთად, საინტერესო წიგნები განიხილეს, იმსჯელეს, პოსტერები და პლაკატები დაამზადეს.

მსგავსი შეხვედრები მოსწავლეებს ლიტერატურის მიმართ სიყვარულს უღვივებს და მოტივაციას უმაღლებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203