ქუთაისის N40 სკოლის ორი წარჩინებული კურსდამთავრებული ოქროს მედლებით დაჯილდოვდა
29-03-2023
ქუთაისის N40  საჯარო სკოლის 2021 წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს (კლასის ხელძღვანელი: თამარ მეზურნიშვილი) ნინო მოდებაძესა და მარიამ გურეშიძეს კუთვნილი ოქროს მედლები გადაეცათ.

დაჯიდლოების ცერემონიალი ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში გაიმართა, სადაც ოქროსა და ვერცხლის მედალოსნებს კუთვნილი ჯილდო ქუთაისის მერმა - იოსებ ხახალეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ - გია ბასილაძემ და საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსმა - მაია ცქიტიშვილმა გადასცეს.

სასკოლო საზოგადოება მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას ულოცავს.

„ვულოცავთ მათ ამ ჯილდოს. მრავალი ღირსეული და საამაყო წარმატებისთვის მიეღწიოთ თავიანთი ცხოვრებისა და მოღვაწეობის გზაზე“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის ქულა იქნება 9.8 ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203