დიდი სმადის საჯარო სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაში გაიმართა
29-03-2023

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სმადის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს შესაძლებლობების წარმოჩენისა და ცოდნის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა სახის შეჯიბრსა თუ აქტივობაში რთავენ. 

ამჯერად, სკოლაში ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“ შიდასასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა.

შეჯიბრი სამ საფეხურს მოიცავდა. 1-ელ საფეხურზე სამი კლასი მონაწილეობდა. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეთა რაოდენობის სიმცირის გამო, ბავშვები კენჭისყრით (სამ ჯგუფად) გადანაწილდნენ. თითო ჯგუფში მე-3, მე-4 და მე-5 კლასების მოსწავლეები მოხვდნენ. მე-2 საფეხურზე მე-6, მე-7 და მე-8 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მე-3 საფეხურზე კი მოსწავლეები კლასების შესაბამისად იყვნენ გადანაწილებული.

მოსწავლეებმა ჩემპიონატზე შესაძლებლობები შესანიშნავად გამოავლინეს და ცოდნა აიმაღლეს.

სკოლაში გამოვლინდნენ გამარჯვებულები: 1-ელი საფეხური: „არწივები“; მე-2 საფეხური: „გენიოსები“; მე-3 საფეხური: „ფენიქსი“. 

სკოლა მადლობას უხდის ჩემპიონატის ორგანიზატორებს.

„მადლობას გიხდით, რომ მონაწილეობა მიგვაღებინეთ აღნიშნულ ჩემპიონატში, რადგან მოსწავლეებმა გამოავლინეს თავიანთი შესაძლებლობა და ინტერესი“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203