გალავნის საჯარო სკოლის მოსწავლეები ლიტერატურულ კონკურსში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
29-03-2023

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავნის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში. 

პედაგოგები მოზარდებს მათი ცოდნისა და უნარების განვითარება-წარმოჩენის მიზნით, სხვადასსხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში რთავენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

ამჯერად, მოსწავლეები ლიტერატურულ კონკურსს შეუერთდნენ. მოსწავლეები საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ჩოხოსანთა საზოგადოების განათლების სამსახურის პროექტში - „ გმირთა ვარამი“ საქართველო და ქართველები“ მონაწილეობდნენ. 

სკოლიდან კონკურსში სამი გუნდი - „გმირები“, „ამორძალები“ და „გალავანი“ ჩაერთო. 

გუნდები კონკურსში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ, მოსწავლეებს VI -VII ადგილის დაკავებისათვის სკოლაში მადლობის სიგელები გადაეცათ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203