„ხომ არ გავიწყდებათ კბილების წმენდა?“ - გულგულის საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელმა მოსწავლეებს საინტერესო პროექტი შესთავაზა
28-03-2023
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულის საჯარო სკოლაში საწავლო წელი საინტერესო აქტივობებითაა დატვირთული. 

ამჯერად, ბიოლოგიის მასწავლებელმა, ლია მოსიაშვილმა პრობლემაზე ორიენტირებული და კვლევაზე დაფუძნებული პროექტი - „ხომ არ გავიწყდებათ კბილების წმენდა“, განახორციელა. 

პროექტის ფარგლებში, ყურადღება გამახვილებული იყო საკვების დანამატების გავლენით კბილის ფერის შეცვლაზე, კბილის პასტის დამცავ და წმენდით თვისებებზე. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში უდიდესი ინტერესით ჩაერთნენ, მათ პედაგოგმა ძალიან საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული აქტივობები შესთავაზა. 

პროექტის დასასრულს, კვლევების პრეზენტაცია გაიმართა და თვალსაჩინო ექსპერიმენტები ჩატარდა, რომელთა საშუალებითაც მოსწავლეებმა კბილის პასტის დამცავი თვისებები დაადგინეს.

„პროექტი იყო აქტუალური, სადაც მოსწავლეები ჩაერთნენ ხალისით“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203