„კლიმატის ცლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება“- ჰერეთისკარის საჯარო სკოლაში ტრენინგი ჩატარდა
28-03-2023
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო აქტივობა და ღონისძიება ეწყობა. 

ამჯერად, სკოლაში ტრენინგი - „კლიმატის ცლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება“ ჩატარდა. 

ის საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) თანადაფინანსებით, შვეიცარიისა და შვედეთის მთავრობის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის რეგიონულმა კოორდინატორმა მარიამ სესიტაშვილმა ჩაატარა. 

მოსწავლეები ღონისძიების მიმდინარეობაში მონდომებით ჩაერთნენ, მათ ინფორმაცია კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეებისა და შესაბამისი რეაგირების წესების შესახებ მიიღეს. ასევე, ისეთ
ძირითად ცნებებსა და ტერმინებს გაეცნენ, როგორიცაა საფრთხე, რისკი, კატასტროფა, მოწყვლადობა, კატასტროფის მართვის ფაზები.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203