განთიადის საჯარო სკოლაში საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა
28-03-2023
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადსხვა საინტერესო პროექტსა თუ აქტივობაში მონაწილეობენ.
სკოლაში არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძიება ეწყობა, მათ შორის აღსანიშნავია, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული აქტივობა.
სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა, საინფორმაციო ბროშურები დაამზადეს, იმის შესახებ - თუ რას ნიშნავს ჰოლოკოსტი? და თემში დაარიგეს.
მოსწავლეებმა, ასევე საინტერესო პრეზენტაცია მოამზადეს და თანატოლებს, მშობლებს, მასწავლებლებს და სკოლაში მიწვეულ საყდრიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებს წარუდგინეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექტორი და ისტორიის მასწავლებელი კაკო ანთაძე მოსწავლეებს ჰოლოკოსტის შესახებ ესაუბრა და ამ დღის არსი ვრცლად, მეტი სიზუსტით განუმარტა.
ასევე, აღნიშნულ თემაზე მხატვრული ფილმის - „პიანისტი“, ჩვენება-განხილვა მოეწყო.
სამოქალაქო კლუბის პროექტის მიზანი იყო თემის ცნობიერების ამაღლება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს