„ომს არ აქვს ქალის სახე“ - ზეინდარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პოსტერი შექმნეს
28-03-2023
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეინდარის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობები და პროექტები იმართება.
ამჯერად, სკოლაში გაკვეთილი თემას - „საერთაშორისო კონფლიქტებში ქალის ჩართულობა და მის შეუფასებელ როლი“ მიეძღვნა. აღსანიშნავია, რომ სკოლაში მე-9 კლასში საერთაშორისო ურთიერთობებს გადიან, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა აღნიშნული გაკვეთილი.
„მეცხრეკლასელმა ყოჩაღებმა, მეტად საინტერესო ომის ფოტოგრაფის - შაჰ აივაზოვის ფოტოები დაათვალიერეს ეროვნული გალერეის გვერდზე. მათ ამოარჩიეს ფოტოები, რომლებიც სხვადასხვა კონფლიქტისას დაზარალებული ქალის ემოციებს გამოხატავს და პატარა პოსტერის სახით გამოფინეს სკოლის დერეფანში“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
პოსტერის სახელწოდება იყო - „ომს არ აქვს ქალის სახე“. აღნიშნული სათაური როგორც სკოლაში გვიყვებიან, სვეტლანა ალექსიევიჩის წიგნიდან გამოიყენეს.
პედაგოგები მაია კოპლატაძე ყოჩაღ მოსწავლეებს ჩართულობისა და მონდომებისთვის მადლობას უხდის.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა განვითარებისა და მოტივაციის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს