დარაქოვის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მრავალფეროვანი საზეიმო ღონისძიება
28-03-2023
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დარაქოვის საჯარო სკოლაში ქალთა საერთაშორისო დღე ღონისძიებით აღინიშნა.

8 მარტისადმი მიძღვნილი ღონისძიება მე-5, მე-6 და მე-9 კლასების მოსწავლეებმა მასწავლებლების: ანუშ დანიელიანის, ჰაიკანუშ ნაზარეტიანისა და სილვა ღუბასარიანის ხელმძღვანელობით გამართეს.

მოსწავლეებმა თემატური პლაკატი დაამზადეს და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

აქტივობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა უნარების განვითარებისა და მოტივაციის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203