„მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“- მინაძის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გზავნილი
28-03-2023
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და სწავლის სურვილზე დადებითად აისახება.

ამჯერად, სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა. მოსწავლეებმა ამ დღის მნიშვნელობასა და ისტორიაზე ისუბრეს, არაჩვეულებრივი თემატური ნამუშევრები მოამზადეს და მთავარი სათქმელი - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“, გააჟღერეს. 

აქტივობებში ყველა მონდომებითა და ხალისით ჩაერთო. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების კუთხით საინტერესო აქტივობები ხშირად იმართება. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203