უჩხითის, ქვედა მახუნცეთისა და დაბა ქედის სკოლების მოსწავლეები თურქეთ-სირიის მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად გამართულ კამპანიას შეუერთდნენ
28-03-2023
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხითის, ქვედა მახუნცეთისა და ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლების მოსწავლე-მასწავლებლები განსაკუთრებული სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევიან. 

ქედაში, თურქეთ-სირიის მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად საქველმოქმედო კამპანია გაიმართა. აღნიშნული კამპანია სწორედ უჩხითის საჯარო სკოლის საინიციატივო ჯგუფის - „მემატიანეების“, რესურსცენტრისა და წითელი ჯვრის ქედის ფილიალის მხარდაჭერით განხორციელდა.

მასში კი სოფელი უჩხითის, მახუნცეთის, ქვედა მახუნცეთისაა და დაბა ქედის საჯარო სკოლების მოსწავლეები ჩაერთნენ. გაიმართა გამოფენა-გაყიდვა.

საქველმოქმედო კამპანიას ქედის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტის მოქალაქეები ესწრებოდნენ. 

საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში გაყიდული ნივთებიდან შემოსული თანხა თურქეთ-სირიაში მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად სრულიად გადაირიცხება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203