ჩოჩხათის საჯარო სკოლის მოსწავლის - ნუცა დოლიაშვილის საინტერესო გრაფიკული ნამუშევრები 
28-03-2023
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათის საჯარო სკოლის მოსწავლეები ნიჭიერებითა და შემოქმედებითი უნარებით გამოირჩევიან.

მათ შორისაა ხატვის ნიჭით დაჯილდოებული ნუცა დოლიაშვილი.

ნუცა მე-7 კლასის მოსწავლეა, რომელიც საინტერესო გრაფიკულ ნამუშევრებს ქმნის, სადაც პერსონაჟთა ინდივიდუალური ხასიათია წარმოდგენილი.

მის შემოქმედებაში ძირითადად პორტრეტულ ნამუშევრებს ვხვდებით, ხშირად მნახველის ყურადღებას კინოფილმების პერსონაჟები იქცევს, რომელსაც ნუცა თავისი ხედვით, განსხვავებულად და საინტერესოდ წარმოაჩენს.

მოსწავლის შემოქმედებაში ასევე საინტერესოა, კუბისტური ელემენტებით პერსონაჟთა გამოსახვა.

თეთრ ფონზე, მხოლოდ ფანქრით წარმოდგენილი დახვეწილი და ხშირად თავისებური გამოსახულებების წარმოსახვა, ნუცას ნამუშევრებს ინდივიდუალურს, განსხვავებულსა და შთამბეჭდავს ხდის.

სკოლაში, მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და მათი კრეატიული აზროვნების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203