„დედაშვილობა სიცოცხლის ზღაპარი“ - მაკვანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს
28-03-2023
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის საჯარო სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაული ღონისძიებით აღინიშნა.
სკოლაში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „დედაშვილობა სიცოცხლის ზღაპარი“ მე-2 და მე-3 კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით ჩატარდა.
მოსწავლეებმა სახალისო აქტივობებში მშობლები ჩართეს და სიურპრიზებით გაახარეს.
დედების ჩართულობამ მოსწავლეებს მოტივაცია აუმაღლა და გაახალისა.
აღნიშნულ ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ მასწავლებლები: მარინა ხინიკაძე, მანანა დოლიძე, ეთერი პავლიაშვილი და ხათუნა გორდელაძე.
სკოლაში დედის დღე ასევე აღნიშნეს მეოთხეკლასელებმა.
„3 მარტისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მე-2, მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეებმა, წრფელი გულითა და პატარა ხელებით შექმნილი ნამუშევრებით დედიკოების გული გაახარეს“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
ბავშვებმა ღონისძიებაზე შემოქმედებითი უნარები შთამბეჭდაბად წარმოაჩინეს.
მსგავსი ღონისძიებები, მოსწავლეთა მოტივაციას ამაღლებს და შემოქმედებით უნარებს ავითარებს.