მარტვილის N1 საჯარო სკოლას, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეები ესტუმრნენ
28-03-2023
მარტვილის N1 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში საქართველოს თავდაცვის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ერთობლივი პროექტის - „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა. 

თავდაცვის ძალების მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები - უფროსი სერჟანტი თეიმურაზ ხაბურზანია და სერჟანტი შავლეგ თირქია მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ. აქტივობაში მოსწავლეები ინტერესით ჩაერთნენ, დასვეს კითხვები და ამომწურავი პასუხები მიიღეს. 

გაიმართა პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების ისტორიის გაცნობას, მოიცავდა ინფორმაციას შეიარაღებული ძალების ტექნიკურ აღჭურვილობის, ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერთობის, საქართველოში არსებულ სამხედრო სასწავლებლის, ჩვენი ჯარისკაცების გმირობის შესახებ.

დასასრულს, სტუმრებმა მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203