„ჩვენი გზავნილი სამყაროს“ - ხალიფაურის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო აქტივობა
28-03-2023

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალიფაურის საჯარო სკოლაში, საინტერესო აქტივობა ჩატარდა.

აქტივობაში, სახელწოდებით - „ჩვენი გზავნილი სამყაროს, რაც გვინდა დაგვიბრუნოს“, მოსწავლეები დიდი სიამოვნებითა და ინტერესით ჩაერთნენ.

მოსწავლეებმა და პედაგოგებმა სამყაროს სურვილებით სავსე გზავნილები გაუგზავნეს და მათთვის მნიშვნელოვანი ნატვრების შესრულება სთხოვეს.

აღსანიშნავია, რომ ბავშვების სურვილები ძალიან ემოციური იყო, მათთვის აქტივობა ძალიან დასამახსოვრებელი და საინტერესო აღმოჩნდა.

სკოლაში მოსწავლეთა ემოციის გაზიარებასა და მათთვის საინტერესო საგაკვეთილო პროცესის წარმართვას დიდი ყურადღება ეთმობა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203