„ბალანსი ვირტუალურსა და რეალურ ცხოვრებას შორის“ - სამთაწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო კომპლექსური დავალება
28-03-2023
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოები მოსწავლეებს საინტერესო კომპლექსურ დავალებებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის VI კლასში ტექნოლოგიების გაკვეთილზე მასწავლებელმა ეკატერინე ჩიტაურმა, პროექტი/კომპლექსური დავალება თემაზე - „ბალანსი ვირტუალურსა და რეალურ ცხოვრებას შორის“ განახორციელა.
მოსწავლეებმა ძველი თამაშის თემატიკაზე პოსტერები დაამზადეს და ვიდეორგოლები შექმნეს.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კლასში მათ ძალიან საინტერესო, განსხვავებული ნაშრომები წარადგინეს და შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს, მასწავლებელსა და სკოლას. გისურვებთ მრავალი პროექტის განხორციელებას“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა განვითარებას ხელს უწყობს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს