ქეშალოს საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა განვლილი მასალა საინტერესოდ შეაჯამეს
28-03-2023
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ.
ამჯერად, მე-8ბ კლასის მოსწავლეებს ღია სივრცეში საინტერესო შეჯიბრი ჩაუტარდათ. მერვეკლასელები ერთმანეთს განვლილი მასალის შეჯამებაში შეეჯიბრნენ. მოსწავლეებმა დასმულ კითხვებს უპასუხეს, შესაძლებლობები წარმოჩინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს.
„დიდი მადლობა მოსწავლეებს ასეთი აქტიურობისთვის და უღრმესი მადლობა ჩვენს პედაგოგს - ნუშაბა მასწავლებელს, რომელიც ყოველთვის ცდილობს სიახლეები შეიტანოს სასწავლო პროცესში. წარმატებებს გისურვებთ“,- აღნიშავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს