ჩხენიშის საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეს - მარიამ მიქელაძეს პორტაბელური კომპიუტერი გადაეცა
28-03-2023

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხენიშის საჯარო სკოლის მოსწავლე, რომელმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრა, პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა.

წარჩინებული სწავლისთვის მოსწავლეს - მარიამ მიქელაძეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წამახალისებელი საჩუქარი - პორტაბელური კომპიუტერი მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა თინათინ ხარძიანმა გადასცა.

„ჩვენი სკოლის სახელით ყველა მოსწავლეს ვულოცავთ ამ დიდ წარმატებას“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203