მუხრანას საჯარო სკოლა მოსწავლეებმა ასახელეს
28-03-2023
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანას საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავენ, რისი ნათელი დასტურიც მათი მიღწევებია. 

მოსწავლეებმა სკოლა ამჯერადაც ასახელეს. მე-10 კლასის წარჩინებულმა მოსწავლე ჯოხვარ რაგიმოვამ, სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის, პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“, ფარგლებში, ლეპტოპი დაიმსახურა. 

გარდა ამისა, მე-7 კლასის მოსწავლეებმა სპორტულ ღონისძიებაში, კონკრეტულად, ფეხბურთში პირველი ადგილი დაიმსახურეს და სკოლას მედლები შეჰმატეს.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ, ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.

„ვუერთდებით მილოცვას და კვლავ უამრავ წარმატებას ვუსურვებთ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს“,- აღნიშნულია მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203