ქვენობნის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსებში აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ
28-03-2023
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლის მოტივირებული მოსწავლეები სხვადასხვა ოლიმპიადასა და კონკურსში ხშირად ერთვებიან.
ამჯერად, მე-12 კლასის მოსწავლე ეროვნული ოლიმპიადის მე-2 ტურში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მონაწილეობდა და მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.
გარდა ამისა მე-9 კლასის მოსწავლე თამარ ჯინჭარაძე ქიმიის რესპუბლიკურ ოლიმპიადის - „ზურგჩანთა“, მეორე ტურში გადავიდა.
სკოლაში მოსწავლეთა მიღწევით ამაყობენ, აღსანიშნავია, რომ პროფესიონალი პედაგოგები მათი ცოდნოს გაღრმავებაზე, მოტივირებასა და განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს შემდგომ ეტაპზე“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს