გომანის საჯარო სკოლაში გეოგრაფიული ვიქტორინა გაიმართა
28-03-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის საჯარო სკოლის პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი მოსწავლეთა განითარებაზე, ცოდნის გაღრმავებასა და მოტივირებაზე აქტიურად ზრუნავს.
ამ მიზნით კი, სწავლებისას თანამედროვე მეთოდებს იყენებენ და საინტერესო აქტივობებს ატარებენ. ამჯერად, სკოლაში მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით ვიქტორინა გაიმართა. მისი თემა გლობალური გეოგრაფია იყო.
მოსწავლეებმა ცოდნა გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ.