„ჩემი ილუსტრირებული ანბანი“ - სამტრედიის N7 საჯარო სკოლის პირველკლასელთა საინტერესო აქტივობა
28-03-2023

სამტრედიის N7 საჯარო სკოლის პირველ კლასში საინტერესო და სახალისო აქტივობა - „ჩემი ილუსტრირებული ანბანი“, ჩატარდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნულ თემაზე პირველკლასელებმა, მშობლებთან ერთად საინტერესო და ძალიან ლამაზი ნამუშევრები შექმნეს.

მოსწავლეებმა, თავიანთი დიზაინითა და ილუსტრაციებით გაფორმებული დედაენის მოდელი წარმოადგინეს.

ბავშვებისთვის აქტივობაზე მუშაობა ძალიან სახალისო და საინტერესო იყო, ნამუშევრებით თავიანთი კრეატიული და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203