ტყიბულის N5 სკოლაში მოსწავლის - ანამარია ჭელიძის მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა
28-03-2023

ტყიბულის N5 საჯარო სკოლაში, მე-7 კლასის მოსწავლის - ანამარია ჭელიძის პერსონალური გამოფენა მოეწყო.

ანამარიას ნამუშევრები მნახველს გულგრილს არასდროს ტოვებს.

მოსწავლის შემოქმედებაში, თითქმის ყველა ჟანრის ნამუშევარს ვხვდებით, ხშირია პორტრეტები, სადაც გოგონები, განსხვავებული იმიჯითა და ხასიათით ჰყავს წარმოდგენილი.

ასევე საინტერესოა პეიზაჟები, მასში გამოყენებული ფერთა გამა მრავალფეროვანია და თითქოს ანამარიასთვის საინტერესო ზღაპრულ სამყაროს წარმოაჩენს.  

ფერადოვანი ბუნება და ინდივიდუალური პერსონაჟები ანამარიას ხელწერაა, რომელიც მის ნამუშევრებს შთამბეჭდავ ელფერს სძენს.

სკოლაში მოსწავლეთა ნიჭისა და შემოქმედებითი უნარების უნარების წარმოჩენას დიდი ყურადღება ეთმობა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203