„მოგზაურობის ჟამის ამბებიდან ანუ, როგორ შევაყვაროთ მოსწავლეებს წიგნის კითხვა“- ლიის თემის N2 სკოლის პედაგოგმა საინტერესო პროექტი განახორციელა
28-03-2023

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, ასმათ კვარაცხელიამ საინტერესო სასკოლო პროექტი განახორციელა.

პედაგოგმა გადაწყვიტა, გრძელვადიანი მიზნები დაესახა და მოსწავლეებისთვის მთელ წლის მანძილზე კლასგარეშე საკითხავად ერთი წიგნი შეერჩია.

როგორც თავად ყვება, არჩევანი ანტუან დე სენტ ეგზიუპერის „პატარა პრინცზე“, შეაჩერა, რათა მოსწავლეებთან ერთად პატარა პრინცის საოცარ სამყაროში ემოგზაურა.

პროექტის დასაწყისში, პედაგოგმა, მისი ყოფილი მასწავლებლის დახმარებით, აღნიშნული წიგნი მოსწავლეებს აჩუქა.

თავდაპირველად, მოსწავლეებმა და მასწავლებელმა დრო კლასგარეშე კითხვას დაუთმეს და დაგეგმეს, თუ რა აქტივობები, რა უნდა გაეკეთებინათ პროექტის ფარგლებში.

შემდეგ ეტაპზე კითხვის და წერის სხვადასხვა სტრატეგია გამოიყენეს, როგორიცაა: კომიქსებით სწავლება, დიორამა, განგრძნობითი კითხვა, ბრმა კითხვა, ამბის გაგრძელება, ვარაუდები, პერსონაჟთა რუკა, რეპორტაჟი, გამოცნობანა.

აღსანიშნავია, რომ სასწავლო წლის მანძილზე წიგნის მიმართ ინტერესი არ განელებულა, თითქოს მართლაც მოგზაურობდნენ პატარა პრინცთან ერთად და ეცნობოდნენ სამყაროსა და ადამიანებს, რომლების ათასგვარი უცნაურობებით ხასიათდებოდნენ.

„თითქოს თითოეული გვერდის წაკითხვის შემდეგ, რაღაც საიდუმლოს ამოხსნის სურვილი ეუფლებოდათ და ჩნდებოდა კითხვები, რომელზეც პასუხის გაცემას ისევ თვითონ ცდილობდნენ....“ - აღნიშნავს პედაგოგი.

გაეცანით სასკოლო პროექტს ვრცლად

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203