ტყაჩირის საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ
28-03-2023

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაჩირის საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს, პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

წარჩინებულ მოსწავლეებს - მარიამ გერაძესა და გიგა ჯანელიძეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წამახალისებელი საჩუქარი - პორტაბელური კომპიუტერები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, თეიმურაზ ჭეიშვილმა დას საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა - მამუკა ჩხეტიანმა გადასცეს. ღონისძიებაზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 28 მოსწავლე დაჯილდოვდა.

მერმა მადლობა გადაუხადა წარჩინებულ მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მოსწავლეთა მშობლებს.

სკოლა მოსწავლეებს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203