„ჩემი წვლილი გარემოს დაცვაში“ -ქუთაისის N16 სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა, საზოგადოების ეკოცნობიერების ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობა ჩაატარეს
28-03-2023

ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა ეკოცნობიერების გაზრდას დიდი ყურადღება ეთმობა.

მესამე კლასის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა: ლანა კილაძემ და ზურაბ ხაკიანმა, პროექტის - „ჩემი წვლილი გარემოს დაცვაში“, ფარგლებში, მათივე შექმნილი ინფორმაციული ბროშურები, სკოლასა და თემში დაარიგეს.

ასევე აღსანიშნავია, რომ აქტივობის მონაწილეები ქუთაისის მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულს და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვივნენ.        

სკოლაში გააზრებული აქვთ, რომ მსგავსი ტიპის აქტივობებით, მოსწავლეები სკოლაში მიღებულ ცოდნას, პრაქტიკულ ცხოვრებაში იყენებენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203