კნოლევის საჯარო სკოლაში ​გუნდური ინტელექტუალური შეჯიბრი გაიმართა
28-03-2023

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევის საჯარო სკოლის მოსწავლეები, სხვადსხვა სახის კონკურსში აქტიურად ერთვებიან და საკმაოდ კარგად ასპარეზობენ.

ამჯერად მოსწავლეები ინტელექტუალურ თამაშში - „ტვინების ბრძოლა“, ჩაერთნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შიდასასკოლო ტური საკმაოდ დაძაბული, საინტერესო და სახალისო იყო.

ბავშვები დიდი ინტერესით მონაწილეობდნენ კონკურსში და დაძაბული ბრძოლის მიუხედავად საკუთარი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.

სკოლაში, მოსწავლეთა გააქტიურებასა და კონკურენტულ გარემოში, მათი უნარების გამოჩენას დიდი ყურადღება ეთმობა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203