მაცხოვრისკარის საჯარო სკოლაში ფრენბურთში შიდასასკოლო ფესტივალი ჩატარდა
28-03-2023
დანიელ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები სპორტულ შეჯიბრებებსა და აქტივობებში მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში სპორტულმა კლუბმა  - „ფენიქსი“ სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული „შემაჯამებელი კომპლექსური დავალება“ განახორციელა.

კომპლექსური დავალების ფარგლებში, შიდასასკოლო ფესტივალი სპორტის გუნდურ სახეობაში - ფრენბურთში ჩატარდა, რომელშიც VII, VIII და IX კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ფესტივალზე ფრენბურთის თამაშის ტექნიკური ელემენტების ცოდნა წარმოაჩინეს.

საპრიზო ადგილზე გასული მოსწავლეები დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

აღნიშნული კლასების ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პედაგოგი ლალი სალია გახლავთ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეჯიბრებები მოსწავლეებს სასწავლო პროცესში ჩართულობას ზრდის.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203