საკობიანოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, კედლის გაზეთი შექმნეს
28-03-2023
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოს საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე აღინიშნა.

სკოლაში მოსწავლეებმა სკოლის გაზეთი - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“ დაამზადეს. მათ ასევე აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და ცოდნა აიმაღლეს.

აქტივობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203