პტენის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო და სახალისო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი
28-03-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში, რუსულ ენაში საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა.

გაკვეთილის თემა - „სამი კნუტი“, გახლდათ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ჯგუფური მუშაობით ზღაპრის ფრაგმენტები შექმნეს და კლასის წინაშე პლაკატების სახით წარადგინეს.

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილი რუსულ ენაზე წარიმართა და საკმაოდ ინტერაქციული იყო.

სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გაკვეთილები მოსწავლეთა ინტერესებს შეესაბამებოდეს, რომელიც მათ აქტიურობას გამოიწვევს და მოტივაციას აუმაღლებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203