ქუთაისის N40 სკოლის მე-3 კლასის მოსწავლე დავით ლავრელაშვილმა ლატვიაში გამართულ უშუს ღია ჩემპიონატზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა​
28-03-2023

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლე დავით ლავრელაშვილმა ლატვიაში, 24-28 თებერვალს გამართულ უშუს მე-10 ღია ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზა.

ჩემპიონატზე საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ტაოლუს ნაკრები 11-კაციანი შემადგენლობით იმყოფებოდა.

სპორტსმენები მონაწილეობდნენ სპორტული და ტრადიციული უშუს, როგორც უიარაღო, ისე მოკლე (ხმალი) და გრძელი იარაღის (ჯოხი, პუ დაო) სახეობებში. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ლატვიის ნაკრებთან ერთად შეჯიბრებაში გერმანიის გუნდიც მონაწილეობდა.

საქართველოს ნაკრებმა, ბრწყინვალე ასპარეზობის შედეგად სულ 17 ოქროს, 6 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

დავითი, მე-3 მოსწავლეა, რომელიც სამი ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

მისი მწვრთნელი ზურაბ კაპანაძე გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეები და მასწავლებლები დავითს საზეიმოდ შეეგებნენ და ჩემპიონობა მიულოცეს.

ჩემპიონის დამრიგებელი, ინგა მეტონიძე გახლავთ.

„დავითს ვულოცავთ კიდევ ერთ ღირსეულ წარმატებას და ვუსურვებთ წარმატებებს მომავალშიც...“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203